Folk Proverbs

ააფრინე ალალი, რაც არ არი – არ არი.

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი.

ავი კაცი თავისთავის მკვლელია.

ათჯერ გაზომე, ერთხელ მოსჭერი.

ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება.

ანდერძი კაცს არ მოჰკლავს.

ანიც ვიცი, ბანიც ვიცი, სიგრძეც ვიცი, სიფართეცა.

არ უნდა ჭირში გატეხა თუ კაცი გონიერია.

არ უწერია ტურასა ერწო თიანეთს ღმუილი.

არ ცოდნა – არ ცოდვააო.

არა გყავდეს მეგობარი – ეძებე, როცა იპოვნო კი – ერიდე.

არც გავიქეცი, არც წავიქეცი.

აქე და ერიდე.