Guram Petriashvili

***

იმ ხის ძირას
პაემნები იმართებოდა
და ხეს ეგონა,
სიცილიაო
ადამიანთა ერთადერთი საქმიანობა დედამიწიზა

***

თუკი ამ ქვეყნად
შეიძლება რომ იყოს შური,
მე მშურს მხოლოდ კალატოზების:
თან მუშაობენ-
აკეთებენ თავის საქმეს
წყნარად და დინჯად-
და თან ნელ-ნელა ცისკენ მიდიან.